საინტერესო იყო გამოფენის გახსნა. ქართული ენასა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქალბატონმა მ. ბერძენიშვილმა მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედებიდან წაუკითხა ლექსი ”ვეფხისტყაოსადმი” მიძღვნილი.
თითქმის ყველა კლასი ჩამოიყვანეს ქართული ენის მასწავლებლებმა და მთელი დღის მანძილზე მათი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა საუბრები -” ვეფხისტყაოსნის” მნიშვნელობის, მისი ღირებულებების შესახებ. ისაუბრეს მის გამოცემებზე, ადრეულ ხელნაწერებზე და ყურადღება გამახვილდა იმაზე , თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წიგნს ქართველი ხალხისთვის.
საუბართან ერთად პარალელურად მიმდინარეობდა ”ვეფხისტყაოსნიდან” ილუსტრაციების ჩვენება. სკოლის დირექტირმა ქალბატონმა ნელი ღოლიჯაშვილმა პირველმა დაიწყო ”ვეფხისტყაოსნიდან” სტრიფების მხატვრულად წაკითხვა. დიდი აქტიურობით გააგრძელეს კითხვა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა. კითხვაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეებიც და დარბაზში ისმოდა ჩევნი დიდი წინაპროს ბრძნული სიტყვები ”ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია...” და ვინ მოსთვლის კიდე , რამდენი რამ...
ამ დღეს ერთი სასიამოვნი საღამო აჩუქეს ბავშვებმა და მასწავლებლებმაც თავიანთ თავს და მსმენელებსაც.
მოსწავლეების შეეცადნენ ილუსტრაციებზე ამოეცნოთ პერსონაჟები და საინტერესო ადგილები პოემიდან. გაიხსენეს და განმარტეს ის უკვდავი აფორიზმები , რომლებითაც ყოველდღიურობაში ვხელმძღვანელობთ ქართველები. ისაუბრეს იმ საკაცობრიო თემებზე, რომლებთაც ესოდენ აქტუალური და საინტერესოა ”ვეფხისტყაოსანი”.
25 მაის სკოლაში გაიმართა კონკურსი მხათვრულ კითხვაში სათაურით ”ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს”, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო ყველა საფეხურის მოსწავლემ (III-VI-VII-VIII-IX-X კლ )
პირველ ადგილზე გავიდა - მე VIIIკლასის მოსწავლე შაქარიშვილი მარიამი, როგორც ყველაზე საუკეთესო წამკითხველი.
მარიამ ბარბაქაძე VIII კლასი
შორენა გორგაძე X კლასი
მადლენა გელაშვილი VII კლასი
ანი წერეთელი VII კლასი
ბექა ბებია VII კლასი
დიანა გოჩიტაშვილი V კლასი
ვახტანგ ოდიშელიძე V კლასი
რომა გრიგორიანი V კლასი
ია გელაშვილი V კლასი
ირაკლი ბრეგვაძე V კლასი
IIIკლასის მოსწავლეები :
საუკეთესო იყო ანა გურასაშვილი
ანი გზობავა
ენი ნოზაძე
თეონა მამულაშვილი
გიორგი შანშაშვილი
ნიკა ხაჩიძე
ალექსანდრე საცერაძე
მარიამ კალატოზიშვილი
გაგა კურტანიძე.
27 მაის სკოლაში ჩატარდა სასკოლო წერა თემაზე ” რა ვიქნებოდით ურუსთაველოდ”, რომელშიც VIII-IX-X-XI კლასის მოსწავლეებმა სურვილის მიხედვით მიიღეს მონაწილეობა.
12 თემიდან რესურსცენტრში წარსადგენათ შეირჩა საუკეტესო თემა , რომელილც მარიამ აბულაძეს ეკუთვნოდა.
ბლოგზე მუშაობდენენ ქ. რუსთავის № 20 სკოლის ქართული ენია და ლიტერატურის პედაგოგი: მარინა ტაბატაძე,
საინფორმაციო მენეჯერი: ხათუნა ციხელაშვილი